ორლის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

პარიზის ორლის აეროპორტმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაჩერებული იყო, მუშაობა განაახლა.

გარკვეული შეზღუდვები მაინც შენარჩუნდება. დღე-ღამეში დაახლოებით 70-მდე რეისი შესრულდება. ამ რეჟიმში აეროპორტი 9 ათასამდე მგზავრს მიიღებს, რაც კრიზისამდე პერიოდში მგზავრთნაკადის დაახლოებით 10 პროცენტია.

ორლის აეროპორტი 31 მარტს დაიხურა.