ორსული ქალი მონადირე ძაღლებმა დაგლიჯეს

საფრანგეთში, ორსული ქალი მონადირე ძაღლებმა დაგლიჯეს. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალი საკუთარ ძაღლებს ტყეში ასეირნებდა. ამ დროს ადგილზე 93 მონადირე ძაღლს წვრთნიდნენ, რომლებიც ქალს თავს დაესხნენ. დაზარალებული ტანსა და თავზე მიყენებული ნაკბენი ჭრილობებით გარდაიცვალა.

29 წლის ელიზა პილარსკის ცხედარი ქალაქ ვილერს-კოტერეცში იპოვეს.

საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული.