ოთახის გასაღები, რომელშიც ნაპოლეონი გარდაიცვალა, აუქციონზე გაიყიდა

იმ ოთახის გასაღები, სადაც ნაპოლეონი გარდაიცვალა, Sotheby’s აუქციონზე გაიყიდა. გასაღების ახალმა მფლობელმა ნივთი 112,000 დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცია აუქციონის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

გასაღები სიგრძეში 13 სანტიმეტრია. ის 16-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. ნივთი ჩანაწერებთან ერთად შოტლანდიაში, სახლში, ჩემოდანში იპოვეს.