Comic Con-ზე რობოტი აყირავდა - VIDEO

ლონდონში თემატური ფესტივალი Comic Con სტუმრებს ერთი სასაცილო ინციდენტით დაამახსოვრდათ. ერთ-ერთი სტუმარი ღონისძიებას „ვარსკვლავური ომების“ ცნობილი პერსონაჟის, რობოტ R2D2-ს კოსტიუმში ესწრებოდა.

მოულოდნელად „ქოსფლეიერმა“ წონასწორობა დაკარგა და აყირავდა. იმის გამო, რომ მას ხელები კოსტიუმში ჰქონდა დამალული, მამაკაცი დამოუკიდებლად წამოდგომას ვერ ახერხებდა.

ფესტივალის სტუმრებმა ის გასაჭირში არ დატოვეს და ფეხზე ადგომაში დაეხმარნენ. მამაკაცმა განაცხადა, რომ არ დაშავებულა.