ბილ გეითსი ცოლს შორდება

ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, მელინდა გეითსს ეყრება. განქორწინების შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება ბილ გეითსმა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. "ჩვენი ურთიერთობების შესახებ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ჩვენი ქორწინების დასრულება გადავწყვიტეთ", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ბილ და მელინდა გეითსებს 3 შვილი ჰყავთ. მათ განაცხადეს, რომ ისინი ერთობლივად იმუშავებენ საქველმოქმედო ფონდში, თუმცა ცხოვრების შემდეგ ეტაპს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააგრძელებენ. განქორწინების ფინანსური მხარე არ ხმაურდება.

Microsoft-ის დამფუძნებელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში შედის. მისი ქონება 230 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.