პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე სროლა მოხდა

ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირის რეგიონში სროლა მოხდა, რომლისაც რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Anadolu Ajansi ავრცელებს.

Aljazeera-ს ცნობით, დაღუპულია ორი პაკისტანელი და ერთი ინდოელი სამხედრო მოსამსახურე. 

ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ზუსტდება.

მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.