პაკისტანი ავღანეთის საზღვარზე უსაფრთხოებას აძლიერებს

პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა ავღანეთთან არსებულ საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

ბაბარ იფთიხარის თქმით, პაკისტანი-ავღანეთის საზღვრის 90% ამ დროისთვის ბარიერებით არის გამაგრებული, თუმცა საზღვრის კონტროლი ორივე მხრიდან უნდა განხორციელდეს. 

მისივე თქმით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავღანელი ლტოლვილების შესაძლო ნაკადებისთვის ემზადება.