პაკისტანის საელჩოსთან ჭყლეტაში 15 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, პაკისტანის საელჩოსთან ვიზების მისაღებად ათასობით ავღანელი შეიკრიბა. ჭყლეტაში სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის 11 ქალია. შემთხვევა ჯალალაბადში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ადგილობრივი ხელმძღვანელობის განცხადებით, პაკისტანის საელჩოსთან ავღანელები ვიზაზე განაცხადის შესავსებად საჭირო ტოკენების (მონეტების) მისაღებად მივიდნენ.

მომხდართან დაკავშირებით პაკისტანის საელჩოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.