პაკისტანის საფონდო ბირჟას თავს დაესხნენ

პაკისტანის საფონდო ბირჟის შენობას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, ისინი თავდამსხმელები არიან. ერთი თავდამსხმელი ცოცხალია და შენობის შიგნით არის გამაგრებული.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.