პაკისტანში 12 პოლიციელი სიმხდალისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

პაკისტანში ადგილობრივი პოლიციის უფროსი და მისი 11 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმისთვის, რომ ვერ შეძლეს დაეცვათ ინდუისტური ტაძარი, რომელიც გასულ თვეში რადიკალი ისლამისტური პარტიის მხარდამჭერებმა დაანგრიეს.

12 პოლიციელი სამსახურიდან დაუდევრობისთვის და გამოჩენილი სიმხდალისთვის გაათავისუფლეს, კიდევ 48 პოლიციელს კი სხვადასხვა სასჯელი დაეკისრა.

თავდასხმა ტაძარზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც ინდუისტებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ტაძრის რესტავრაციის უფლება მიიღეს.