პაკისტანში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ კვეტაში, ნაღმის აფეთქების შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლეტზე მიმაგრებული მოწყობილობა ქალაქის გარეუბანში მდებარე ხილის ბაზრობის ტერიტორიაზე აფეთქდა.