პაკისტანში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ პაკისტანში, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Xinhua ავრცელებს.

აფეთქება პენჯაბის პროვინციის ქალაქ ვაჰში კონცერნ "პაკისტანის იარაღის ქარხნების" ერთ-ერთ ობიექტზე ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დარტყმის ტალღამ მთელი ქალაქი მოიცვა და ახლომდებარე სახლებში ფანჯრები ჩაამსხვრია.

საწარმოს მენეჯმენტის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და აფეთქების ადგილი ნანგრევებიდან გაწმენდილია.