პაკისტანში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელიც მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული. პოლიცია ვარაუდობს, რომ სამიზნე იყო ავტომობილი, რომელსაც ქვეყნის ანტინარკოტიკული ძალების პერსონალი გადაჰყავდა.

აფეთქების შედეგად 6 გამვლელი დაიღუპა, 10 დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.