პაკისტანში აფეთქების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ პაშევარში, სემინარიაში აფეთქების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Oneindia წერს.

მედიის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაჭრილთა უმეტესობა ბავშვია, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.