პაკისტანში ავტოავარიისას 15 ადამიანი ცოცხლად დაიწვა

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და პიკაპი შეეჯახნენ, რომელსაც ბენზინი გადაჰქონდა. ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ Express Tribune ავრცელებს. 

ხანძარმა ორივე ავტომობილი მთლიანად გაანადგურა.

მიმდინარეობს გამოძიება.