პაკისტანში ავტობუსი აფეთქდა, არის მსხვერპლი

პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის ჩინეთის ოთხი მოქალაქეა.

ავტობუსს 30 ჩინელი ინჟინერი ზემო კოჰისტანში მდებარე დასუს კაშხალთან უნდა მიეყვანა.

დაღუპულებთა შორის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც არიან.