პაკისტანში ბანკის აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის სამხრეთით, ქალაქი კარაჩში ბანკში მომხდარ აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი სამართალდამცველების ანგარიშის მიხედვით, კიდევ რამდენიმე ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში ნანგრევებიდან ამოჰყავდათ. ქალაქის ზედამხედველობა შიშობს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

შემთხვევის დროს დაზიანდა მიმდებარე შენობები და ავტომობილები.