პაკისტანში დამანგრეველ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

პაკისტანის სამხრეთ ნაწილში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქალაქ კვეტას აღმოსავლეთით 102 კილომეტრში დაფიქსირდა.

დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი და სამთავრობო დაწესებულებები. სტიქია გამთენიისას მოხდა, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ეძინა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაღუპულების უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.