პაკისტანში ტრანსგენდერებმა საკუთარი ეკლესია დააფუძნეს

პაკისტანში ტრანსგენდერებმა, რომლებიც ქრისტიანულ რელიგიას მიეკუთვნებიან, საკუთარი ეკლესია დააფუძნეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ეკლესია ტრანს საზოგადოების წევრებისათვის დაცინვისა და ბულინგისგან თავშესაფარს წარმოადგენს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეკლესიის სახელწოდებაა "საჭურისების პირველი ტაძარი". რატომ ასეთი სახელი? ფაქტია, რომ პაკისტანში სიტყვა "საჭურისი" ტრანსგენდერი ქალების აღსაწერად გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანი სიტყვას შეურაცხყოფად თვლის, ეკლესიის დამფუძნებლები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და სხვაგვარად ფიქრობენ.

ეკლესია  ქალაქ კარაჩიში, იმ საკათედრო ტაძარის მახლობლად მდებარეობს, რომლის მრევლი, ერთ დროს, ახალი ეკლესიის დამაარსებლები იყვნენ.