პაკისტანში თვითმფრინავი ჩამოვარდა

პაკისტანის საჰაერო ძალების სასწავლო ავიაგამანადგურებელი მარდანის რაიონში სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. ინფორმაციას ტელეარხი Geo News ავრცელებს.

პილოტის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

ინციდენტის მიზეზების დასადგენად ავიაკატასტროფის ადგილზე კომისია მუშაობს.