Panasonic ავტონომიური რობოტის ტესტირებას 2021 წლიდან დაიწყებს

იაპონური კორპორაცია Panasonic 2021 წლის თებერვალში ტოკიოს მახლობლად მდებარე საცხოვრებელ ადგილებში რობოტის ტესტირებას დაიწყებს, რომელიც მოსახლეობას საკვებსა და პირველადი აუცილებლობის ნივთებს მიუტანს.

ავტონომიურ რობოტს 4 კმ/სთ სიჩქარით ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ცდები ჩატარდება სპეციალურ ტერიტორიაზე, სადაც სხვა კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ტესტირების პირველი ფაზის დასრულებას Panasonic დეკემბრის ბოლოს ელის. რობოტი ამჟამად მოძრაობს კანაგავას პრეფექტურის საზოგადოებრივი გზის მონაკვეთზე. მეორე ეტაპზე, რობოტი თებერვლიდან მარტის ჩათვლით, რაიონის მაცხოვრებლებს საკვებსა და აუცილებელ საქონელს გადასცემს.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, რობოტს დაბრკოლებების თავიდან აცილება შეუძლია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორი დისტანციური წვდომის სისტემების გამოყენებით მისი გაკონტროლებას მოახერხებს.