პანდემიის შესაჩერებლად საჭიროა სწრაფი ვაქცინაცია ან ლოქდაუნი - მოსკოვის მერი

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ პანდემიის შესაჩერებლად საჭიროა სწრაფი ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია ან ლოქდაუნი.

მისი თქმით, რომ არა კორონავირუსის ახალი მუტაცია, მოსკოვი პანდემიას თავს დააღწევდა.

ცნობისთვის, რუსეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 21 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს კიდევ 619 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.