Pantone-ის ინსტიტუტმა წლის მთავარი ფერი დაასახელა

Pantone-ის ფერის ინსტიტუტის (Pantone Color Institute) სპეციალისტებმა 2020 წლის მთავარი ფერი დაასახელეს.

მომავალი წლის ფერი 19-4052 Classic Blue, ანუ კლასიკური ლურჯი იქნება. ეს ფერი მშვიდობასა და სიმშვიდესთან ასოცირდება.

"Pantone 19-4052 Classic Blue მუდმივობასა და დამაჯერებლობას ასახიერებს. ეს სანდო ფერია, რომელსაც ყოველთვის შეგვიძლია ვენდოთ.

უსაზღვრო ლურჯი საღამოს უდიდეს და უსასრულო ზღვას მოგვაგონებს. Classic Blue რიგითობის ფარგლებს გარეთ გასვლისკენ გვიბიძგებს", - აცხადებენ Pantone-ის ინსტიტუტში.

Pantone Color Institute წლის მთავარ ფერს 2000 წლიდან ასახელებს. 2019 წლის მთავარი ფერი 16-1546 Living Coral ანუ მარჯნისფერი იყო.