პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს

რომის პაპმა ფრანცისკემ საავადმყოფო დატოვა. 10 დღის წინ მას ნაწლავზე ოპერაცია ჩაუტარეს. ინფორმაციას AP ავრცელებს.

თვითმხილველთა განცხადებით, 84 წლის რომის პაპმა რომის საავადმყოფო მანქანით, დილით დატოვა.

კვირას რომის პაპმა ყოველკვირეული ლოცვა რომში, საავადმყოფოს აივნიდან წაიკითხა, სადაც ის პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას გადიოდა.

რომის პაპი გემელის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მსხვილი ნაწლავის "სიმპტომატური დივერტიკული სტენოზის" სამკურნალოდ იმყოფებოდა. ოპერაცია 10-კაციანმა ბრიგადამ ჩაატარა.