პაპუა-ახალი გვინეის დამფუძნებელი და პირველი პრემიერი გარდაიცვალა

პაპუა-ახალი გვინეის პირველი პრემიერ-მინისტრი მაიკლ სომარე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი EM TV ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომარე, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობისკენ მიიყვანა, პორტ-მორსბის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მთავრობის ყოფილი მეთაურის ოჯახის თქმით, მისი გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის კიბო გახდა.

მაიკლ სომარე პაპუა-ახალი გვინეის პირველი პრემიერ მინისტრი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ, 1975 წელს გახდა. მოგვიანებით, ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ის მის მთავრობას ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე სომარე ოთხჯერ აირჩიეს. 2017 წელს ის პოლიტიკიდან წავიდა.