პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ცენტრი იუწყება.

სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 8.40-ზე მოხდა. მისი ეპიცენტრი ქალაქ ნამატანაიდან ჩრდილო-დასავლეთით, 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

ცუნამის მოსალოდნელ საფრთხესა და სავარაუდო მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიწისძვრა პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან 25 აპრილსაც მოხდა