პარაგვაის პოლიციამ კოლუმპიის პორტიდან 2.3 ტონა კოკაინი ამოიღო - PHOTO

პარაგვაის პოლიციამ კოლუმბიის პორტიდან, ნახშირის გადასაზიდ კონტეინერში 2.3 ტონა ნარკოტიკული საშუალება  კოკაინი იპოვა. ამის შესახებ BBC წერს.

მათი თქმით, ნარკოტიკების სავარაუდო ღირებულება 500 მილიონი დოლარია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი სახელმწიფო ტელეარხის დირექტორია.

პოლიციელების თქმით, კოკაინი, რომელიც ლამაზად იყო შეფუთული ამანათებში, ექვსი კონტეინერიდან ერთ-ერთში იპოვეს, ხოლო დარჩენილ ხუთ კონტეინერში ჩხრეკა მიმდინარეობს. ისინი ფიქრობენ, რომ ნარკოტიკული საშუალება სხვა კონტეინერებშიც ინახება.

ცნობილია, რომ ნახშირი ლათინური ამერიკის ძირითადი ექსპორტი გახდა, რითაც ნარკოდამნაშავეები სარგებლობენ.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კონტეინერები საბოლოოდ ისრაელში უნდა ჩასულიყო, თუმცა გზად დანიშნულების ადგილამდე არგენტინის დედაქალაქ ბუეოს-აირესსა და ბელგიის ქალაქ ანტვერპენში უნდა გაჩერებულიყო.

პარაგვაის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კოკაინი პარაგვაიში საჰაერო გზით ბოლივიიდან ჩამოიტანეს, რომელიც მსოფლიოში მესამე უდიდესი წამლის მწარმოებელი ქვეყანაა.

ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამხელა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება არასდროს უპოვიათ.