პარაგვაიში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა

პარაგვაის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ერთი მგზავრი გადარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC Color ავრცელებს.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

პარაგვაის სამხედრო საჰაერო ძალებმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.