Paramount Pictures- მა "Dreamland-ის" თრეილერი აჩვენა

კინოკომპანიამ Paramount Pictures წარმოადგინა ფილმ "Dreamland-ის" თრეილერი , რომელშიც მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს.

სიუჟეტის ცენტრში 17 წლის იუჯინ ევანსია, რომელსაც 1930-იანი წლების შუა პერიოდში ბანკების მძარცველი ელისონ უელსი შეუყვარდება. ქალი მათ სახლში იმალება. მას თან მისი პოლიციისთვის გადაცემა სურს, რათა ჯილდო მიიღოს და ამასთან ერთად, გრძნობებს ებრძვის.

"Dreamland-ის" მსოფლიო პრემიერა "Tribeca-ს" ფესტივალზე შედგა. კინოეკრანებზე კი ის 13 ნოემბერს გამოჩნდება.