პარიზის ლუვრი ვიზიტორებისთვის გაიხსნა - VIDEO

პარიზის ლუვრმა სამთვიანი დახურვის შემდეგ მუშაობა განაახლა. ის ვიზიტორებს დღეიდან მიიღებს. 

ადმინისტრაციამ ლუვრის შესასვლელთან სპეციალური განცხადება გამოაკრა. აქ წერია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუ დამთვალიერებელი თავს კარგად არ გრძნობს, შენობაში შესვლისგან თავი შეიკავოს. 

ვიზიტორებს შენობაში სოციალური დისტანციისა დაცვა და პირბადებიის ტარება მოეთხოვებათ.