პარიზის ცენტრში კიდევ ერთი საიუველირო გაძარცვეს

პარიზის ცენტრში კიდევ ერთი საიუველირო მაღაზია გაძარცვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, საიუველირო მაღაზია Dinh Van-ი ორმა შეიარაღებულმა პირმა გაძარცვა. მძარცველებმა ამჯერად 2 მილიონი ევროს ძვირფასეულობა წაიღეს.

შეგახსენებთ, 27 ივლისს პარიზში, შეიარაღებულმა პირმა საიუველირო მაღაზია Chaumet-ი გაძარცვა და 3 მილიონ ევრომდე ღირებულების ძვირფასი ქვები წაიღო.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ძვირფასეულობის დიდი ნაწილის დაბრუნება მოახერხა