პარიზში ახალი თაობის დასახლება აშენდება - PHOTO

საფრანგეთში უნიკალური დასახლების მშენებლობა იგეგმება. პარიზში ვერტიკალური რაიონი შეიქმნება, სადაც ამავდროულად ეკოლოგიურად სუფთა გარემო მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას Designboom ავრცელებს.

ვერტიკალური რაიონი სახელწოდებით Jeuneville, ცნობილმა ფრანგმა არქიტექტორმა ჟან ნუველმა დააპროექტა.

"ეს იქნება ახალი თაობის დასახლება, ახალი ეკონომიკის შესაქმნელად," - აცხადებენ Jeuneville-ის ავტორები.

ვერტიკალური უბანი მდინარე სენის სანაპიროზე, ოლიმპიური და პარაოლიმპიური სოფლების მახლობლად აშენდება. 100 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაეთმობა სამუშაო ადგილებს, რომლებიც ინოვაციებზე იქნება ორიენტირებული. 30 000 კვადრატულ მეტრს გამწვანებული ადგილი დაიკავებს. ამასთან, Jeuneville-ში განთავსდება საერთო საცხოვრებელი ადგილები, სტუდენტების საცხოვრებელი ადგილები, საგანმანათლებლო დაწესებულება და მაღაზიები. 

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლები ტერიტორიის გარშემო აშენდება, რაც შექმნის თანამედროვე საზოგადოების განცდას. პროექტი სავარაუდოდ 2025 წელს დასრულდება.

გალერეა: Designboom.