პარიზში მანქანამ ბარის ტერასა გაიტანა, არის მსხვერპლი - VIDEO

პარიზში დაუდგენელი პირი ბარის ტერასაზე შევარდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 6 დაიჭრა. ინფორმაციას BFM ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიცია ამჟამად მას ეძებს.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.