პარიზში მეხანძრეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა - VIDEO

პარიზში მეხანძრეების აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

საფრანგეთის დედაქალაქში ათასობით მეხანძრე გამოვიდა. ისინი პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლასა და პრემიის შენარჩუნებას ითხოვდნენ. შეტაკებების შემდეგ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი აირი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, 2 კი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეხანძრეების მოთხოვნა დააკმაყოფილა.