პარიზის პოლიციამ კიდევ ერთი თავდამსხმელი დააკავა, რომელმაც "შარლი ებდოს" ოფისთან რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა.
-15:58-
პარიზის პოლიციამ "შარლი ებდოს" ოფისთან თავდამსხმელები დააკავა. რეიდი ბასტილიის მოედნის რაიონში ჩატარდა. სამართალდამცავებმა ხალხში შენიშნეს პირი, რომელსაც ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა დასვრილი. ადგილზე ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფები და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
-15:21-
პარიზში კარიკატურულ ჟურნალ "შარლი ებდოს" ყოფილ ოფისთან დღეს თავდასხმა მოხდა. დანით შეიარაღებულმა პირებმა 4 ადამიანი დაჭრეს, მათგან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ორმა ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა. მათ სამართალდამცავები ეძებენ.
პარიზში 2015 წლის 7 იანვარს ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ოფისზე თავდასხმა მოხდა. ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაში ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესი პარიზში დღეს იმართება.