პატარძალმა საკუთარ ქორწილში ძროხა ამშობიარა

ავსტრალიელმა ქალმა საკუთარ ქორწილში ძროხა ამშობიარა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

საქორწილო ცერემონია ვიქტორიის შტატის ქალაქ პორტლენდის მახლობლად, წყვილის კუთვნილ ფერმაში მიმდინარეობდა. ცერემონიის დროს ერთ-ერთ ძროხას მშობიარობა დაეწყო, რაშიც მას პატარძალი ჯესიკა ლოუსი დაეხმარა.

საქორწილო კაბაში გამოწყობილ პატარძალს 7 ფერმერი ეხმარებოდა, ღირსშესანიშნავ დღეს დაბადებულ ხბოს კი Destiny (ბედისწერა) შეარქვეს. 

ჯესიკას ახლა იმედი აქვს, რომ მის 1200 დოლარიან კაბას მშრალი ქიმწმენდა პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.