პეკინის ხელისუფლება 1 იანვრიდან ქალაქში პიროტექნიკას კრძალავს

1 იანვრიდან ჩინეთის დედაქალაქის ადმინისტრაცია მთელ ქალაქში ფოიერვერკების, ასაფეთქებლებისა და სხვა პიროტექნიკის გამოყენებას სრულ აკრძალვას აწესებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა აკონკრეტებს, ეს წესი საახალწლო არდადეგებზეც გავრცელდება. პეკინში აღარ იარსებებს საცალო ვაჭრობის ობიექტები, სადაც მოსახლეობას პიროტექნიკის და მისი მსგავსი პროდუქციის შეძენა შეუძლია.

ამ წესების ნებისმიერი დარღვევა ჯარიმას გამოიწვევს. მედიის ცნობით, ჩინეთის დედაქალაქში ფოერვერკი მხოლოდ ნაციონალურ და საქალაქო დონეზე, მსხვილი სადღესასწაულო ღონისძიებების დროს, მთავრობის სპეციალური ბრძანების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.