პეკინის ცაზე ლურჯი მზე გამოჩნდა

პეკინს, ბოლო ორ კვირაში, უკვე მეორე ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელიც ცას ყვითლად აქცევს და მზეს კი ლურჯად. ეს ყველაფერი ამინდის მკვეთრ გაუარესებას მოასწავებს.

ჩინეთის დედაქალაქში უჩვეულო ამინდი განპირობებულია გვალვით დაზარალებული მონღოლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთიდან მომავალი ქარით.

სოციალურ ქსელში განთავსებულ სურათებზე ჩანს, რომ პეკინის ცაზე, მარსის მსგავსად, ცისფერი მზე ანათებს. ფენომენი გამოწვეულია სხივის გაფანტვით, როდესაც წვრილი ნაწილაკები, როგორიცაა ქვიშა ან წყლის წვეთები, წითელ შუქს შთანთქავენ და ამგვარად, მზეს მოლურჯო ფერი ეძლევა.