პეკინმა ორბიტაზე თანამგზავრების ჯგუფი გაუშვა

ჩინეთმა ორბიტაზე თანამგზავრების ჯგუფი Tianhui II-02 გაუშა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

სტარტი პეკინის დროით 6:32-ზე, შანსის პროვინციაში, ტაიუანის კოსმოდრომიდან შედგა.

ჯგუფი ორბიტაზე რაკეტა-მატარებელი Changzheng-4B-ის დახმარებით გაიყვანეს.