პეკინში უამინდობის გამო 600-მდე რეისი გაუქმდა

პეკინის ორ უმსხვილეს აეროპორტში, შოუდუსა და დასინში 600-მდე ავიარეისი გაუქმდა. ამის მიზეზი ძლიერი წვიმები და ელჭექია.

მანამდე ქალაქის ხელისუფლებამ უამინდობის გამო საფრთხის ყვითელი დონე გამოაცხადა. მეტეოროლოგების პროგნოზით, პეკინს ძლიერი წვიმები დაატყდება თავს.

ქალაქის მოსახლეობას მომდევნო 48 საათის განმავლობაში სიფრთხილისკენ, საწარმოებს კი თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანისკენ მოუწოდებენ.