პენსილვანიას ტორნადომ გადაუარა - VIDEO

პენსილვანიაში ძლიერმა ტორნადომ რამდენიმე შენობა დაანგრია. შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Bucks County Courier Times ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სტიქიის შედეგად კომპანია Faulkner Auto Group-ის ავტოსერვისისა და ავტოსალონის შენობა დაინგრა.

"ეს დამანგრეველი ტორნადო იყო. თითქოს ბომბი აფეთქდა", - ამბობს ადგილობრივი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უფროსი ფრედ ჰარანი.

უამინდობის შედეგად 7 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.