პენტაგონი მსოფლიოში COVID-19-ის მეორე ტალღას ელოდება

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი თვლის, რომ მსოფლიოში COVID-19-ის კიდევ ერთი აფეთქების რისკი არსებობს, რადგან ეფექტური ვაქცინა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, შესაძლოა, მხოლოდ 2021 წლის ზაფხულისთვის გაჩნდეს. ამის შესახებ გამოცემა Task & Purpose უწყების შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

"ახლა ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისიების გაგრძელებას, საქმიანობის მასშტაბების გაფართოვებასა და შესაბამის მომზადებას უნდა მივაქციოთ, თუ წელს, მოგიანებით, COVID-19-ის მნიშვნელოვანი აფეთქება მოხდება", - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, გამოცემის წყარო აცხადებს, რომ დოკუმენტი ოდნავ მოძველდა, თუმცა დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა. ამასთან, დასძინა, რომ ის ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა და მასში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.