პენტაგონი რუსეთის საზღვრებთან მექანიზირებული ბრიგადის განთავსებას გეგმავს

აშშ-ის რუსეთის საზღვრებთან მექანიზირებული ბრიგადის მუდმივი განთავსება სურს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა.

"აშშ-ის აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ პოლონეთში, რუმინეთში ან ბულგარეთში წინა ნაწილში II კავალერიის ბრიგადა შეინარჩუნოს", - განაცხადა ესპერმა.

შეგახსენებთ, ივლისში აშშ-სა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ცოტა ხნის წინ კი რუმინეთისა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრა გაიმართა.