პენტაგონი თალიბების თავდასხმისთვის ემზადება

პენტაგონი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დროს თალიბების შეტევებს ელოდება, რაც პროცესს ეჭვქვეშ აყენებს. ინფორმაციას ამის შესახებ APNews ავრცელებს. 

2020 წლის შეთანხმების თანახმად, აშშ-ს ჯარები ამ წლის 1 მაისს სრულად უნდა გაეყვანა ავღანეთიდან, სანაცვლოდ, თალიბაბებმა თავდასხმები შეწყვიტეს. 

დედლაინის შეუსრულებლობა, შესაძლოა, მათი მხრიდან შეთანხმების უარყოფად შეფასდეს და აშშ-ს სამხედრო ძალებზე შეტევები განაახლონ. 

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ჯარების გაყვანა დაგვიანდება, თუმცა საბოლოოდ, 11 სექტემბერს მაინც დასრულდება. 

ეს თარიღია სიმბოლურია, იქიდან გამომდინარე, რომ აშშ ავღანეთში სწორედ 2001 წლის ტერაქტის შემდეგ შევიდა.