პენტაგონის ხელმძღვანელი თურქეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერმი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აქარს შეხვდა. აუდიენცია NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბრიუსელში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე სირიაში არსებული სიტუაცია, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ასევე მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ოპერაცია "მშვიდობის წყარო" განიხილეს.