პენტაგონის კიბერუსაფრთხოების ზედამხედველმა შემთხვევით პაროლები გაასაჯაროვა

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და პენტაგონის კიბერუსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრმა, მო ბრუქსმა შემთხვევით საკუთარი ელ.ფოსტის პაროლი Twitter- ზე გამოაქვეყნა. ამის შესახებ  გამოცემა Vice წერს. 

ბრუქსმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დემოკრატი კონგრესმენის, ერიკ სვოლველის მიერ დაქირავებული კერძო დეტექტივი პირად საკუთრებაში უკანონოდ შეჭრასა  და მისი მეუღლის მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა. კონგრესმენმა განცხადებას საკუთარი კომპიუტერის მონიტორის ფოტოსურათი დაურთო, რომელზეც ფურცელზე დაწერილი მისი მეილის პაროლი იყო მიკრული. 

მოგვიანებით ბრუქსმა ფოტოსურათი შეცვალა და მის ნაცვლად სხვა ფოტო ატვირთა. თუმცა, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მისი პაროლის დამახსოვრება მაინც შეძლეს.