პერუში 3200 წლის ტაძარი აღმოაჩინეს

პერუში, ვირუს პროვინციაში ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარი აღმოაჩინა, რომელსაც გიგანტური ობობის ფორმა აქვს. მას წვიმისა და ნაყოფიერების სათხოვნელად სალოცავად იყენებდნენ.

სპეციალისტების ცნობით, ადგილობრივებმა ეს ტაძარი გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, როდესაც ავოკადოს და შაქრის ლერწმის მინდვრების გაფართოვებას ცდილობდნენ.

ეს ადგილი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა, რათა არქეოლოგებმა და მეცნიერებმა ის სრულყოფილად შეისწავლონ.