პერუში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პერუში, ქალაქ ბარანკასთან ახლოს. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა. ბიძგები დედაქალაქ ლიმაშიც იგრძნობოდა.

ევრო-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრი ხალვათად დასახლებულ რეგიონში იყო, ამაზონის ტყეებში. აშშ-ს ცუნამის საგანგაშო სისტემა იძლევა სიგნალებს, რომ რეგიონში ბიძგების შემდეგ ცუნამის საშიშროებაცაა.