პერუში ავტობუსი ამოტრიალდა, არის მსხვერპლი

სამხრეთ პერუში უბედური შემთხვევა მოხდა, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Xinhua ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის მძღოლი დაღლილი იყო, სიჩქარეს გადააჭარბა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.