პერუში კატის ფორმის გიგანტური გეოგლიფი აღმოაჩინეს

პერუში, ნაზკის პლატოზე, კატის ფორმის 37 მეტრიანი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Daily Sabah წერს.

გეოგლიფი UNESCO-ს მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.

გამოცემის ცნობით, გეოგლიფი ძვ.წ. 200-100 წლით თარიღდება. ნიადაგის ეროზიის გამო, 2000 წლის წინანდელი გამოსახულება შესაძლოა სამუდამოდ გაქრეს.